რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე ავრცელებს:

  • რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
  • 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან.
  • ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა.
  • 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის, მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა
  •  5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები
  • მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები