რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქები, სოფლები და დასახლებები დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტების დაბომბვებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და სოფლის მეურნეობის მანქანები. ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას, მსურველებს კი ხარკოვიდან მატარებლით სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას გადაყვანას სთავაზობენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები