საქართველო-უკრაინა

სარჯველაძე უკრაინაზე: თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ

გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს და ასეთ განცხადებბს ჰქონდეს რაიმე საფუძველი, რაც მოვისმინეთ უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან.

ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება, გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და გვზღუდავს შესაძლებლობაში, რომ რელევანტურად წარვმართოთ პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით.

რაც შეელება განცხადებებს, რომ მტკიცებულებები უნდა გამოქვეყნდეს, რა თქმა უნდა, უნდა გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. თუ მტკიცებულება ვერ იქნება, რასაკვირველია, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ

ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები