რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

 "Energoatom"-ის ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის თქმით, მზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა,  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

"სადგურზე როსატომის თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ეს ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის". - თქვა კოტინმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ სადგურის ოკუპაციის გამო, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია.

4 მარტს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები