ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ ერთი მარტივის მიზეზის გამო - ეს ხელისუფლება არის დღეს ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაცა დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
საქართველო-უკრაინა
კობახიძე: უკრაინა ომშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო დემარში
tbl.ge/5y06
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




