საქართველო-უკრაინა

ვოლსკი უკრაინის დაზვერვაზე: უზნეო პოლიტიკური შემოტევა და დიდი შეურაცხყოფაა

ეს არის პოლიტიკური შემოტევა, უზნეო შემოტევა, მე ვიტყოდი და ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისადმი, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას.

მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ან იყოს ასეთი რეალური მდგომარეობა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები