რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინისთვის დამატებით $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

იაპონია უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დამატებით $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. 

თანხმა ძირითადად მოხმარდება საკვებსა და სამედიცინო დახმარებას, ასევე, მეზობელ ქვეყნებში მყოფ დევნილებს.

“იაპონიის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და G7-ის წევრებთან ერთად განაგრძობს სირთულეების წინაშე მყოფი უკრაინელი ხალხის გვერდზე დგომას და მათთვის დახმარების უზრუნველყოფას". – წერია განცხადებაში

მოცემული გადაწყვეტილების შედეგად იაპონიის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება ჯამში $200 მილიონს შეადგენს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები