რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე განზრახ დარტყმა მხოლოდ რუს არამზადებს შეუძლიათ

კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უწმინდესი ძეგლია, პუტინმა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში საკუთარი სახელი ჩაწერა.

ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი, და ის ამ ომს წააგებს.

მე-13 საუკუნის ურდოებიდან დაწყებული, მე-20 საუკუნის ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული, კიევის მინდა მონასტრებმა არაერთი ბარბაროსული თავდასხმა განიცადა.

მხოლოდ რუს არამზადებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი UNESCO-ს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლია.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას UNESCO-ს ფარგლებში და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, და მოვითხოვთ მყისიერ და ადეკვატურ პასუხს ამ სახელმწიფო ბარბარიზმზე.

მოველით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მხრიდან მტკიცე რეაქციას. არავითარი ბუნდოვანი სიტყვები, სიჩუმე ან სუსტი ნაბიჯები. ახლავე გვესაჭიროება ნაბიჯები, რათა რუსული ბარბარიზმი შევაჩეროთ.

წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე, მას შემდეგ, რაც ღამის საათებში რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა.

კომენტარები