რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ იცოდა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შესახებ

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ იცოდა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შესახებ. 

არესტოვიჩის თქმით, ბუჩას შემდეგ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შეუძლებელია. 

"ეს შესაძლებელია ორი პირობით, ან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ან შეგნებულად გააკეთეს ეს უმაღლეს სახელმწიფო დონეზე. ანუ გასცეს ბრძანებები და მთელი სამხედრო ჯაჭვი გაიარეს. მაგრამ რადგან ისინი გამოვიდნენ ძალიან ორგანიზებულად, ეს ნიშნავს, ხელმძღვანელობასთან კავშირი არ იყო დაკარგული. რუსული სარდლობა ამხნევებდა სამხედროების ასეთ ქცევას".- ამბობს არესტოვიჩი. 

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები