რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩები" – მერკელი ზელენკის პასუხობს

ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კრიტიკას უპასუხა და 2008 წელს უკრაინის NATO-ში წევრობის შეფერხებაზე გადაწყვეტილება დაიცვა.

"ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ბუქარესტში NATO-ს 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება". - თქვა ყოფილი კანცლერის სპიკერმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით - "ნახონ, რა მოიტანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები".

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები