რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, 41 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქზე მიიტანეს იერიში. სლობიდსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 34 კი დაშავდა, რომელთა შორის 3 ბავშვია. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

ქალაქ დერგაშიში, დასახლებული პუნქტის დაბომბვის შემდეგ კი 3 ადამიანი დაიღუპა და 7  დაშავდა. გუბერნატორის თქმით, ხარკოვის ოლქში მოსახლეობისთვის გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, ქალაქ ლოზოვაიადან კი ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები