რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კობახიძე: პრემიერის ფრაზას უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა – ეს უკრაინის დასჯის აქტია

უკრაინის მიერ მიღებული ზიანი, სამწუხაროდ, უმძიმესია. უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რა თქმა უნდა, ის, რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ, სამწუხაროდ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია მდგომარეობა, რომელშიც დღეს ეს სახელმწიფოა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 3 აპრილს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული "ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა".

კომენტარები