4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული, ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა
tbl.ge/5xwq
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




