მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, ყოველდღიურობასა და მომავალს. წელს მე დიპლომატიურ სამსახურში 30 წელი შემისრულდა და ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს სახელწიფოებრიობის დამკვიდრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადეთ ახალ პოზიციაზე. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და მე პირობას გაძლევთ, რომ ახალ პოზიციაზე საქმიანობას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ და ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენი აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.
საქართველოს მთავრობა
ზალკალიანი: ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა
tbl.ge/5xy0
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ახალმა ელჩმა აშშ-ში, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერმინისტრმა ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




