საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს

მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში თქვა, სადაც სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 

კომენტარები