შუალედური არჩევნები 2022

ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა 69% მიიღო, ენმ-ს კანდიდატმა – 31%

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საპილოტე სისტემის მიერ 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%

20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა. კანონის შესაბამისად, მიუხედავად ელექტრონული მთვლელი სისტემისა, ამომრჩეველთა ხმებს დათვლიან საარჩევნო კომისიის წევრებიც.

ბათუმში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საკრებულოში ენმ-ს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძეზე გარდაიცვალა. პარტიაში აცხადებდნენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, ზეწოლის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე იყო.

12 თებერვალს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე წარადგინა.

კომენტარები