მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობა - ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით, მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მინდა გთხოვოთ მაქსიმალური აქტიურობა, ვინაიდან, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის და იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს.
რაც შეეხება ზოგადად თვითონ საარჩევნო პროცესს, როგორც დაგეგმილი იყო, 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები დაბრკოლებების გარეშე და თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქვე მინდა დავამატო და აღვნიშნო, რომ რაც უფრო ახლოვდება ნაცმოძრაობისთვის გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნას აღკვეთილი. ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში დავუჭიროთ მხარი ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს - რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც ნამდვილად იქნება თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ბათუმელების მხარდაჭერით, მათი გვერდში დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ.