რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა დონეცკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს – დაიჭრა 4 ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. შეტევა 3 ლოკაციაზე, მარინკაზე, კრასნოგოროვკასა და ნოვომიხაილივკაზე განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები