რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევში რუსეთის მიერ მთავრობის შენობაზე იერიშისას სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Nacho Doce

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლაევის ოლქის რეგიონალური სამხედრო გუბერნატორის ოფისზე რუსული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა.

გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, თავდასხმისას შენობის ნახევარი განადგურდა.

"დაარტყეს [რუსებმა] სამხარეო ადმინისტრაციის შენობას, დაანგრიეს შენობის ნახევარი, თავდასხმა ჩემს კაბინეტზეც იყო. ადამიანების უმეტესობა სასწაულებრივად გადარჩა". - თქვა ვიტალი კიმმა ტელეგრამ არხზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები