ჰოლივუდი

ფლეშის როლის შემსრულებელი ეზრა მილერი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა

Befunky

სამართლიანობის ლიგაში ფლეშის როლის შემსრულებელი ეზრა მილერი ჰავაის პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

"მივიღეთ გამოძახება სილვა სტრიტზე მდებარე ბარიდან. ბარის მეპატრონის თქმით ეზრა მილერი აგრესიულად ექცეოდა სხვა სტუმრებს, რომლებიც კარაოკეში მღეროდნენ. მილერი არანორმატიულ ლექსიკას იყენებდა, ასევე ახალგაზრდა ქალისთვის მიკროფონის წართმევა სცადა, მოგვიანებით კი დარტსის მოთამაშე კაცს ხელი კრა, ბარის მეპატრონემ მილერს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და მოგვიანებით პოლიცია გამოიძახა". – წერია ქალაქ ჰილოს პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში.

მსახიობი განყოფილებაში ხულიგნობისა და შევიწროების ბრალდებით გადაიყვანეს. მილერმა 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და განყოფილება დატოვა.

ეზრა მილერი ამერიკელი მსახიობია, რომელსაც პოპულარობა სამართლიანობის ლიგაში სუპერგმირ ფლეშის როლმა მოუტანა. ახლო მომვალში სუპერგმირის შესახებ ცალკე ფილმის გადაღება იგეგმება, რომელშიც სამყაროს ყველაზე სწრაფ ადამიანს კვლავ მილერი განასახიერებს. 

 

კომენტარები