რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა ევროპაში მომუშავე ФСБ-ს სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს.

გავრცელებულ სიაში ФСБ-ს 620 სავარაუდო აგენტის პირადი მონცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაციაა მოცემული.

"ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ФСБ-ს თანამშრომლების სია მოიპოვა. აგენტების, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობენ". - წერს სამმართველო.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები