რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

Ria.ru

უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა და ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამიამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში კიევის დელეგაციის წევრია, დაწერა, რომ მხარეებს შორის შემდეგი შეხვედრა თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება.

"მოლაპარაკებების მორიგი ვიდეო შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ რუსეთისა და უკრაინის დაალაგებინათ შემდეგ რაუნდს თურქეთში 28-30 მარტს გამართავენ". – წერს არახამია Facebook-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები