რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Zurich Insurance-მ თავისი Z სიმბოლო შეცვალა

შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანია Zurich Insurance-მ სოციალურ ქსელებში თავისი ლოგო "Z" ამოიღო, მას შემდეგ, რაც ეს ასო რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.

"ჩვენ დროებით ვხსნით ასო Z-ს სოციალური ქსელებიდან, სადაც ის იზოლირებულად ჩანს და არსებობს იმის ალბათობა, რომ არასწორად იქნას ინტერპრეტირებული". - განაცხადა კომპანიამ Reuters-თან.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ შესაბამის ზომებს, თუ და როცა ეს იქნება საჭირო" - უპასუხა კომპანიამ ინგლისში, გაზეთ The Telegraph-ის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში სიმბოლო "Z"-ს სამხედრო ტექნიკის მარკირებისას იყენებენ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები