რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას კიდევ 5 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის

შვედი სამხედრო AT4-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით

შვედეთი უკრაინას კიდევ 5 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გაუგზავნის.

ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულკვისტმა ისაუბრა. 

შვედეთმა აქამდე უკრანას უკვე გაუგზავნა 5 000 AT4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სხვა საბრძოლო მასალებთან ერთად.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები