რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გაერო არ ფუნქციონირებს, საჭიროა რეფორმები

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 მარტს იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაერო ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და საჭიროა რეფორმები. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ, მათს შორის რუსულ პროდუქციაზე სავაჭრო ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა.  

"არც გარეო და არც უშიშროების საბჭო არ ფუნქციონირებენ. საჭიროა რეფორმები". – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს თავდაცვის პრევენციისთვის ეფექტური ინსტრუმენტი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ფუნქციონირებს ამ მიმართულებით.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები