რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი იაპონიას რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგოს დაწესებას სთხოვს

დღეს, 23 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ოფიციალურ პირებს თხოვნით მიმართა, რომ რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო დააწესონ.

იაპონიის პარლამენტთან ვიდეომიმართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას მადლობა გადაუხადა უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაგმობასა და სანქციების დაწესებისთვის.

"პასუხისმგებელი სახელმწიფოები მშვიდობის დასაცავად გაერთიანდნენ. ასეთ ისტორიულ მომენტში, მე მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინის რეალური დახმარებისთვის. თქვენ აზიის ქვეყნებს შორის პირველი იყავით, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის აღსადგენად, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ეს". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ახალ თავდასხმებს გეგმავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები