გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში როსტნეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კუიბიშევსკიში მდებარეობს, 10 ივნისის უკრაინული თავდასხმის შემდეგ მუშაობის შეწყვეტა მოუწია.
წყაროების ცნობით, ნავთობის გადამუშავება შეჩერდა ქარხანაში ნედლი ნავთობის პირველადი დისტილაციის ორივე ბლოკში — CDU-4-სა და CDU-5-ში, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 10 000 მეტრული ტონაა (73 000 ბარელი).
როგორც Reuters წერს, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 2024 წელს 4.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა, ანუ დღეში 94 400 ბარელი, რითაც წარმოებული იქნა 0.8 მილიონი ტონა ბენზინი, 1.4 მილიონი ტონა დიზელი და 1.3 მილიონი ტონა მაზუთი.
10 ივნისს უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარე კუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.




