რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო პატრიარქი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ჩავა და ლტოლვილებს მოინახულებს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ჩავა და ლტოლვილების თავშესაფრებს მოინახულებს. ბართლომე I პოლონეთში პრეზიდენტ ანდჟეი დუდასა და პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარ მიტროპოლიტ საბას მიწვევით მიემგზავრება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები