რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, ისრაელის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდეს

EPA

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი, შესაძლოა, კიევში ჩავიდეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეტმა შესაბამის სამსახურებს უკვე სთხოვა ვიზიტისთვის მზადება, თუმცა ამას უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის ოფიციალური პირები არ ეთანხმებიან.

5 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდა. რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობა უკრაინამ მოითხოვა. მთავრობამ მიზეზად ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა დაასახელა. ბენეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ის ზელენსკის სამჯერ ესაუბრა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები