რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენეტი: გავაგრძელებთ რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლობას, თუნდაც შანსები დიდი არ იყოს

EPA

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობას მაშინაც კი, თუ წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოდა. ბენეტმა ამის შესახებ რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, როდესაც ამას მოითხოვენ, თუნდაც შანსები დიდი არ იყოს. როდესაც თუნდა მცირე გახსნილობაა და ჩვენ გვაქვს წვდომა და შესაძლებლობა ორივე მხარესთან, მიმაჩნია, რომ ყველა მცდელობა მორალური ვალდებულებაა". – თქვა ბენეტმა.

5 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდა. რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობა უკრაინამ მოითხოვა. მთავრობამ მიზეზად ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა დაასახელა. ბენეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ის ზელენსკის სამჯერ ესაუბრა.

ისრაელმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები