რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ნიკოლაევში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუხსნეს – დაიღუპა 3 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად 3 მამაკაცი გარდაიცვალა, 1 ქალი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა

ოკუპანტებმა გაზგასამართ სადგურს ცეცხლი 21 მარტს გაუხსნეს. სამაშველო სამსახურმა ადგილზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მალევე მოახერხა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები