საქართველოს მთავრობა

მთავრობა ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა

მთავრობა ქვეყნის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის სესხებს დაუსუბსიდირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მიიღო. ფერმერების სესხების 12 თვის პროცენტის ნაწილს, წლიურად 8%-ს, სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

"რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, მახრი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თვითუზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა დღეს გადაწყვეტილება მიღებული. პირველი – შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი.

სესხის ფარგლებში ისინი დააფინანსებენ თავიანთი საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო რესურსებს, როგორიც არის სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის ქირაობა და ასევე სხვა ხარჯები. სახელმწიფო ასეთი გაცემული სესხების ფარგლებში 9%-ს დაასუბსიდირებს. პროექტის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს. ანუ ჩვენ მოვახდენთ საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ ნახევრის სუბსიდირებას". – თქვა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, მთავრობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის თანახმადაც სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად.

კომენტარები