რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისრაელის პარლამენტში ზელენსკის ვიდეომიმართვის დროს კიბერთავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

ისრაელის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის დროს პარლამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდმა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სამსახურის დახმარებით კიბერთავდასხმა აღკვეთა.

პარლამენტის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, ვინ იყო თავდასხმის მცდელობის უკან. ჰაკერებმა ზელენსკის მიმართვის ვიდეოტრანსლაციის შეწყვეტა სცადეს

ინფორმაცია პარლამენტის სპიკერმა გაავრცელა. პარლამენტის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, ვინ იყო თავდასხმის მცდელობის უკან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები