რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: არცერთ მხარეს არ ჰყოფნის ძალა მდგომარეობის რეალურად გარდატეხისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, ახლა უკრაინაში ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია.

"ფრონტი ფრაქტიკულად გაყინულია. მიმდინარეობს ტაქტიკური მოქმედებები, იმიტომ რომ არცერთ მხარეს, არც ჩვენ და არც რუსეთს არ ყოფნის ძალა ამა თუ იმ მიმართულებით  მდგომარეობის რეალურად გარდატეხისთვის. [...] მხარეები აწარმოებენ ტაქტიკურ მოქმედებებს, მიმდინარეობს რეზერვის მობილიზება, [მხარეები] ერთმანეთს დარტყმებს აყენებენ, მაგრამ ჩვენ ამას უკეთ ვაკეთებთ" - თქვა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, პრაქტიკულად არ არის სარაკეტო თავდასხმები ქალაქებზე და პრაქტიკულად არ მოქმედებს რუსეთის ავიაცია.

"[რუსეთის] საჰაერო ძალებმა ანგარიშიც კი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს ბოლო 24 საათში. უნდათ, რომ მეტი იყოს" - თქვა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უკრაინის ძალით დამარცხების მცდელობები და საკუთარი გარდაცვლილი სამხედროების რიცხვის გაზრდა აირჩია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები