რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: ომი სავარაუდოდ მაისის დასაწყისში დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, ომი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დამთავრდება, როდესაც რუსეთს მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის რესურსები ამოეწურება.

"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შესაძლოა უფრო ადრეც. სამშვიდობო შეთანხმება ან ძალიან სწრაფად დაიდება, ერთ ან ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რამდენიმე, ვთქვათ, სირიელის გაერთიანება მოხდეს ომის მეორე რაუნდისთვის. როდესაც მათაც გავანდაგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს გაფორმდება". - თქვა არესტოვიჩმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები