რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვის ბატალიონი: ოკუპანტებმა მარიუპოლზე შეტევა ზღვიდანაც დაიწყეს, ქალაქს 4 გემი მოადგა

მარიუპოლი

აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, ზღვიდან მაიუპოლზე რუსი ოკუპანტების მორიგი შეტევა დაიწყო. მათი ცნობით, სულ მცირე 4 რუსული გემი მიადგა ქალაქს აზოვის მხრიდან და დაბომბვა სწორედ იქიდან მიმდინარეობს.

"მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა არსენალს. ავიაციის, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ რუსი დამპყრობლები ანადგურებენ ქალაქს საბრძოლო ხომალდების მძიმე იარაღით".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე დევნილი აფარებდა თავს.

მათივე ინფორმაციით,  სკოლის შენობა განადგურდა და ხალხი ნანგრევებშია. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ. 

დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები