რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ სამთავრობო არხ RT-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ პროპაგანდისტულ არხ Russia Today-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. 

"RT ფინანსდება რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელიც ახლახანს შეიჭრა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ ასევე მხედველობაში გვაქვს რუსეთის ახალი კანონი, რომელიც ნებისმიერ, ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებულ, განსაკუთრებით კი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ჟურნალიზმის კრიმინალიზებას ახდენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ RT დაექვემდებაროს ჩვენი მაუწყებლობის მიუკერძოებლობის წესებს". – წერია Ofcom-ის რეგულაციების სამსახურის განცხადებაში

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში იბლოკება რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.

უკრაინაიში რუსეთში კიდევ ერთხელ შეჭრის საპასუხოდ, ორმა კანადურმა საკაბელო არხმა რუსული სამთავრობო არხი Russia Today საკუთარი არხის ხაზიდან ამოიღო.

კანადის მემკვიდრეობის მინისტრი პაბლო როდრიგესი მიესალმა Bell-ის მიერ RT-ის შეზღუდვას და აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს მთელ მსოფლიოში. მეორე კომპანია - Rogers რუსული პროპაგანდისტული RT-ის მაუწყებლობის ნაცვლად, ეთერში უკრაინის დროშას გადასცემს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები