რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბიჭებს მოკითხვა გადაეცი" – პუტინი კადიროვს უკრაინაში მყოფი ჩეჩნების მოკითხვას სთხოვს

რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ აღუთქვა ერთგულება და ურკაინაში მიმდინარე აგრესიის ანგარიში ჩააბარა. მისი თქმით, ის მზად არის შეასრულოს პუტინის ნებიმიერი ბრძანება. 

თავის მხრივ პუტინმა კადიროვს მადლობა გადაუხადა და უკრაინაში მებრძოლი ჩეჩენებთან მოკითხვაც დააბარა. 

"მადლობა რამზან, ბიჭებს მოკითხვა გადაეცი".- უთხრა პუტინმა კადიროვს. ონლაინ შეხვედრის დასრულებისკენ კი აღნიშანა, რომ მას დაურეკავს და უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" დეტალებს დააზუსტებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები