რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა წითელ მოედანზე გამართული ყოველწლიური კონცერტი 23 წლის განმავლობაში პირველად გააუქმა

   
   

რუსეთმა მოსკოვის წითელ მოედანზე რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონცერტი გააუქმა, რაც 2003 წლიდან, რაც ღონისძიების აღნიშვნა დაიწყო, პირველად მოხდა.

რუსული გამოცემა Msk1- ის ცნობით , 12 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება ჩუმად გადაიტანეს მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე "მოსოვეტის" კულტურულ ცენტრში. ამასთან ერთად, თავდაპირველად გამოცხადებული ცნობილი გამომსვლელების უმეტესობა მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"მთავარი სადღესასწაულო კონცერტის" ტრანსლაცია რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა დაგეგმილი.

Msk1-მა განაცხადა, რომ ღონისძიება სხვაგან გადანაცვლდა, თუმცა ცვლილების მიზეზი არ ახსნა.

ცნობისთვის, აქამდე რუსეთს 9 მაისის ტრადიციული აღლუმის სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარება მოუწია, რის მიზეზადაც კრემლმა "მიმდინარე ოპერატიული წინაღობები" დაასახელა.

 

კომენტარები