რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინა ყოველ დღე იმავეს განიცდის" – ზელენსკიმ მიმართვისას 2001 წლის 11 სექტემბერი გაიხსენა

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა.

ზელენსკიმ სიტყვისას 2001 წლის 11 სექტემბერის ტრაგედია გაიხსენა და კონგრესს მიმართა, რომ უკრაინა იმავეს ყოველ დღე განიცდის.

"გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როდესაც თქვენი ცა გაშავდა თვითმფრინავების შეტევისგან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა გადაექცია თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები, ბრძოლის ველად. როდესაც უდანაშაულო ადამიანებს შეუტიეს, შეუტიეს ციდან. რადგან ამას არავინ ელოდა, თქვენ მის შეჩერებას ვერ მოახერხებდით. ჩვენი ქვეყანა ყოველ დღე იმავეს განიცდის", - თქვა მან.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები