რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"13 800 სამხედრო, 430 ტანკი, 84 თვითმფრინავი" – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკლისს აქვეყნებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 21-ე დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 13 000 ადამიანს გადააჭარბა.

უწყების ცნობით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 16 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 13 800 ათასი ადამიანი,
  • ტანკები - 430
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 375
  • საარტილერიო სისტემები -190 
  • MLRS - 70
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 43 
  • თვითმფრინავი - 84 
  • ვერტმფრენები - 108
  • გემები / ნავები - 3
  • საწვავის ავზები - 60
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 11
  • სპეციალური აღჭურვილობა - 10

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები