რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული სამხედრო კოლონა კიევთან არის მობილიზებული

UNIAN

კიევის ჩრდილო-დასავლეთით რუსეთის სახმელეთო ძალებთან ბრძოლები გრძელდება.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, დამპყრობლები ახლა უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში არიან.

მათივე თქმით, კიევის ჩრდილოეთით უზარმაზარი რუსული სამხედრო კოლონა განთავსდა, რაც ქალაქის კორიდორის გარღვევის მცდელობებზე მიუთითებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები