რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის მოთხოვნით ФСБ-ს მაღალჩინოსნები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს – ანდრეი სოლდატოვი

რუსი ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი Twitter-ზე წერს, რომ მისი შიდა წყაროს ცნობით, პუტინის დავალებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეხუთე განყოფილების უფროსი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე ანატოლი ბოლუხი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ იმ სადაზვერვპო ოპერაციების წარუმატებლობაში, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის "მარცხთა სერია გამოიწვი".

წყაროს თქმით, რეპრესიების მიზეზებს შორისაა უკრაინაში დივერსიული და ფარული სამუშაოსთვის გამოყოფილი თანხების მითვისება, ასევე მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის მიწოდება უკრაინაში პოლიტიკური ვითარების შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები