რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: პუტინმა უკრაინაში შეჭრით მსოფლიო უსაფრთხოების პარადიგმა 9/11-ის დონეზე შეცვალა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების პარადიგმა ისეთივე დონეზე, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა შეძლო. ამის შესახებ მან Atlantic Council-ის სპეციალურ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"მან (ვლადიმირ პუტინმა) მსოფლიოუსაფრთხოების სტრუქტურა ჩამოამსხვრია. უკრაინაში შეჭრა არის პარადიგმის ცვლილება 9/11-ის დონეზე. ახალი ეპოქის პატერნი ჩვენი პასუხით იქნება განპირობებული". – თქვა ლიზ თრასმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა საჭიროა ერთიბლივი, უხეში მოქმედება.

"უნდა დავიფიცოთ, რომ აღრასდროს დავუშვებთ ასეთი აგრესიის შეუმოწმებლად დაშვებას. ეს ნიშნავს ახლავე მოქმედებას, უხეშობას. რადგან ვიცით, რომ საზღაური გაიზრდება, ასე თუ არ ვიმოქმედებთ". - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინის პასუხგაუცემლად დატოვება პოტენციურ აგრესორებს წაახალისებს.

"თუ პუტინის ექსპანსიონიზმს წინააღმდეგობის გარეშე დავტოვებთ, ეს იქნება საშიში მესიჯი მსოფლიოს პოტენციური აგრესორებისა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვერ დავუშვებთ ამას. უნდა გამოვმდინარეობდეთ პრინციპიდან, რომ ერთადერთი რამ, რისიც აგრესორს ესმის, არის ძალა. უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდება". - თქვა თრასმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები