საქართველოს მთავრობა

ბურჭულაძე: ყოველდღე ვიკრიბებით, გავდივართ იმ რისკებს, რაც შეიძლება უკრაინაში ომს მოჰყვეს

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კითხვაზე, თუ რატომ არ შეიკრიბა ამ დრომდე უსაფრთხოების საბჭო, ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან.

"ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პრემიერთან, გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს. ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ ჩვენს ნაწილზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამაზე მუშაობას". - ამბობს ბურჭულაძე. 

მისივე თქმით, 2019 წლიდან მრემიერმინისტრ ღარიბაშვილისთვის პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და "რა თქმა უნდა, ასეც დარჩება". 

"ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 წლების გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტებიც. ასევე, იცით, რომ 2019 წლიდან პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც დარჩება ჩვენს პრიორიტეტად".- ამბობს მინისტრი. 

კომენტარები