რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევთან უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევა წამოიწყეს

კიევთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და რუსი ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ტელეკომპანია რადას ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ისაუბრა

"ღამე საკმაოდ რთული იყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო. 5 ტანკი გავანადგურეთ". - თქვა დენისენკომ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები