რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: ომის დაწყებიდან უკრაინამ 2 000 რუსი ჯარისკაცი დაატყვევა

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, 24 თებერვალიდან დღემდე უკრაინელებმა თითქმის 2 000  რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს.

"ტყვედ ვარდებიან ის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც მეთაურებმა მოატყუეს. მათ არუ უთხრეს თუ რისთვის მოდიოდნენ უკრაინაში. რუსი ჯარისკაცები სრულიად დემოტივირებულები არიან. ისინი მოატყუეს, 24-ში ააყენეს და უთხრეს, რომ წვრთნებზე მიდიოდნენ. შემდეგ კი მთავარმა მანქანებმა საზღვარი გადაკვეთეს. ყველაზე ხშირად ისინი ჯავშანტრანსპორტიორებით მგზავრობნენ და ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ უკვე შემოიჭრნენ დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე".- ამბობს გერაშენკო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები