რუსეთ-საქართველო

ბოკერია: რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში რომ არ ვწერივართ – საგანგაშოა

ჩვენი თვითმიზანი ის კი არაა, რომ ბოროტების იმპერიამ მოგვიხსენიოს მტრების სიაში, ეს მინდა სწორად გაიგოს ყველა მოქალაქემ, ოღონდ თუ აღვწერთ რატომ მოხდა ესე, რატომ მოხდა სხვანაირად, მანდ ვიპოვით პრობლემას. მტრული სახელმწიფოების სიაში უკრაინა არ ყავდა პუტინის რუსეთს იანუკოვიჩის დროს და რა უქნა იანუკოვიჩს და უკრაინას? გასრესვა მოუნდომა და დღეს მაგ გზას აგრძელებს.

ამიტომ თავი არ მოვიტყუოთ არც იმ მოქალაქეებმა ვინც შეიძლება ახლა თქვას, რომ რად გვინდა, რომ მტრულ სიაში ვიყოთ ამხელა მონსტრთან. ჩვენ ეგ კი არ გვინდა, ეგ მონსტრი ჰიტლერისეული თანამდეროვე ანალოგი, პუტინის ბოროტების იმპერია, გვიპირებს ყველა ვარიანტში განადგურებას, როცა შეეძლება და ახლა სიაში იმიტომ არ ჩაწერა მთავრობა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის დაცვის და პრაგმატული ინტერესების დაცვის მაგივრად მათ საქმეს აკეთებს, ხვალ ეგ კი არ შეუშლის რუსეთს ხელს.

მე მინდა გითხრათ, რომ ამ მთავრობას ამ ბოროტების იმპერიას ხელი აქვს მოწერილი მემორანდუმზე უკრაინის მხარდაჭერის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და რამემ შეუშალა ხელი? ასე რომ, თავი არ მოვიტყუოთ, ის, რომ ამ სიაში არ ვწერივართ არის საგანგაშო და არა დადებითი სიგნალი, როგორც არ უნდა ეცადონ და მოატყუონ საზოგადოება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. რუსეთმა საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეიყვანა.

კომენტარები