რუსეთი-საქართველო

რუსეთმა საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეიყვანა

რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო არ არის.

სიაში მოხვდნენ:

  • ავსტრალია;
  • დიდი ბრიტანეთი;
  • ევროკავშირის ქვეყნები;
  • ისლანდია;
  • კანადა;
  • ლიხტენშტეინი;
  • მონაკო;
  • ახალი ზელანდია;
  • ნორვეგია;
  • კორეა;
  • სან მარინო;
  • სინგაპური;
  • აშშ;
  • ტაივანი;
  • უკრაინა;
  • მონტენეგრო;
  • შვეიცარია;
  • იაპონია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას არამეგობრული ქვეყნების სიის შედგენა 5 მარტს დაავალა. არამეგობრული ქვეყნების სია რუსეთმა 2021 წელსაც შეადგინა და იმავე წლის 27 აპრილს ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში წარადგინა. მაშინ ამ სიაში საქართველოც მოხვდა. 

საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ: აშშ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი. 

2021 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა. ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან.

კომენტარები