რაც შეეხება შეზღუდვებს, აქ ძალიან ფრთხილად უყურებს მაკონტროლებელი ორგანო, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებული პირების ბიზნესები. იყოს მიკვლევადი და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს კიდევაც, პირად საუბრებში ჩემთანაც და საჯაროდაც, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება. მათ შორის, იგივე საფინანსო ორგანიზაციების კონტექსტში. იგივე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პირველივე დღეებში, სწორად დაიწყო აღსრულება, სანქცირებული ბანკების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მათ შორის საქართველოში ოპერირებადი ბანკების კუთხით და პროცესი წარვმართეთ ისე, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ და მეორეს მხრივ, ვიყავით პირნათელნი იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ასე რომ, საქართველო ამ მნიშვნელოვანი სანქციების თუ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ სუფთა თავისი რეკორდი, ამას ძალიან მკაფიოდ აკონტროლებს შს სამინისტრო. ადამიანები, ფიზიკური პირები, რომლებიც იმსახურებენ რომ საქართველოში შემოვიდნენ. ასევე, საქართველოში საქმიანობა შესაბამისობაში იქნება ჩვენს საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
საქართველოს მთავრობა
დავითაშვილი: საქართველოში შემოვლენ ის პირები, რომლებიც ამას იმსახურებენ – ვაკონტროლებთ
tbl.ge/5wdv
დაკოპირდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




